ბასილაშვილს ვარდი ერგო

ნიკა და ველური

უიმბლდონზე წილი იყარა და მე-18 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქეც გაირკვა.

32 წლის ჯეიმზ ვარდი ბევრი ვერაფრით დაიკვეხნის, თუ 2015 წელს ნაკრებთან ერთად დევისის თასის მოგებას არ მივიღებთ მხედველობაში.

კარიერის პიკიც მაშინ ჰქონდა და რეიტინგში 89-ე საფეხურს უწია. ახლა ვარდი ელიტისგან ძალიან შორსაა, მაგრამ ორგანიზატორებმა ვეტერანს კარიერა დაუფასეს და ველური ბარათით მიიწვიეს.

პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში ბასილაშვილი არგენტინელ ფედერიკო დელბონისსა და კიდევ ერთ ბრიტანელ დანიელ ევანსს შორის უმჯობესს შეხვდება.

უფრო შორეულ ჰორიზონტზე მე-13 ნომრად განთესილი მარინ ჩილიჩი მოსჩანს. შარშანდელ უიმბლდონზე ნიკა პირველივე წრეში ფრანგ ჟილ სიმონთან დამარცხდა. შესაბამისად, ქულები არ აქვს დასაცავი და პირიქით - მარაგის შევსების მშვენიერი შანსი გაუჩნდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.