ბაგრატ ნინიაშვილი: წარმატებული დებიუტით ბედნიერი ვარ 

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალწვეული ბაგრატ ნინიაშვილი მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 


20 წლის ქართველმა სპორტსმენმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩვენთან ისაუბრა და წარმატებული დებიუტი შეაფასა. 


"მთავარ ნაკრებში დებიუტი მქონდა - ოფიციალური შეჯიბრი პირველად ვიჭიდავე. ამით ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ევროპულ თამაშებზე მესამე ადგილი დავიკავე და ნაკრებს ბრინჯაოს მედლით დავეხმარე. 


რაც შეეხება მთლიანად ძიუდოისტთა ნაკრებს, გუნდმა ძალიან კარგად იასპარეზა. მედალი მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა.


ახლა, სრული დატვირთვით ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოვემზადები, რომელიც ორ თვეში გაიმართება",-თქვა ბაგრატ ნინიაშვილმა




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.