ისინი დაეცნენ და ვეღარასდროს ადგებიან

ყოველთვისროცა ენფილდს ვუახლოვდებინაბიჯს ვანელებ და შენკლის ჭიშკართან ვჩერდები - ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

„არ იყიდოთ სანი“ - უკვე 29 წელია ამ პრინციპით ცხოვრობს მთელი მერსისაიდი. პოპულარულმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა, 1989 წლის 16 აპრილს, სამყაროს ამცნო, რომ ლივერპულის ფანებმა გარდაცვლილები გაძარცვეს, ხოლო პოლიციელებს თავზე დააშარდეს. მაშინ, „სანს“ ამ ცილისწამებისა და უხამსობისთვის ბოდიში არ მოუხდია და ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიის შეურაცხყოფის გამო პასუხი არავის მოსთხოვეს.

 

1989 წლის 15 აპრილი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში უმძიმეს დღედ იქცა. FA თასის ნახევარფინალში ლივერპული ნოტინგემ ფორესტს დაუპირისპირდა. ჰილბოროში ლივერპულიდან 25 ათასი ფანი ჩავიდა, თუმცა ტრიბუნებზე მათთვის 14 ათასზე ოდნავ მეტი ადგილი იყო გამოყოფილი. ლივერპულიდან წამოსულ ქომაგებს ჰილბორომდე ჩასაღწევად დაბრკოლება შეექმნათ, რადგან გზატკეცილზე შესაკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მატჩი დათქმულ დროზე 10 წუთით ადრე დაიწყო. დაგვიანებული ფანები სტადიონს მიაწყდნენ და სწრაფად შესვლას ლამობდნენ. ლივერპულის ქომაგებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე, რომელსაც ლიფინგ ლეინი ერქვა გადაივსო, ხოლო გულშემატკივართა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობდა. წინა რიგებში მჯდომი ადამიანები ინერციით ხულიგნების დამცავი ჯებირისკენ წავიდნენ, მათ უკნიდან ხალხის მასა აწვებოდა, რასაც წარმოუდგენელი ჭყლეტვა მოჰყვა. წესით ჯებირთან პოლიცია და სტიუარდები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებსაც ექსტრემალურ სიტუაციაში ხალხი სხვა ტრიბუნებზე გადაენაწილებინა, მაგრამ იქ არავინ აღმოჩნდა.

შედეგად ადგილზე დაიღუპა 94 ადამიანი. 4 დღის შემდეგ საავადმყოფოში 14 წლის ლი ნიკოლსონი, ხოლო 4 წელიწადში კომაში მყოფი ტონი ბლანდი. ჯამში ტრაგედიას შეწირულ ადამიანთა რაოდენობამ 96 მიაღწია და ყველა ლივერპულის ფანი გახლდათ.

 

დღეს, ლიდერსპორტის ტრადიციულ სამშაბათის რუბრიკაში „ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ ჰილსბოროს ტრაგედიის შესახებ ლივერპულის ლეგენდა - სტივენ ჟერარდი გვესაუბრება.

 

,,ყოველთვისროცა ენფილდს ვუახლოვდებინაბიჯს ვანელებ და შენკლის ჭიშკართან ვჩერდებიჩემი მზერა ჰილსბოროს მემორიალზეჩერდებავხედავ ყველაფერსრაც მის ირგვლივ არის დატოვებულირაც იმ 96 ადამიანის ხსოვნას ეძღვნებარომლებიც 1989 წელსსათასო ნახევარფინალიდან შინ ვეღარ დაბრუნდნენვხედავ შარფებსფანების მიერ დაღუპულთა საპატივცემულოდ მიკრულსგისოსებზერომელთაც მეზობლობას თვალზე ცრემლშეუმშრალი მგლოვიარე ოჯახების მიტანილი გვირგვინები უწევსვხედავმარადიულ ცეცხლსრომელიც არასდროს ჩაქრებარადგან ამცნოს მსოფლიოსრომ ის 96 დაღუპული ყოველთვის ჩვენს მახსოვრობაშიიქნება.
ნელი სვლით ვუახლოვდები მემორიალს და თვალის ერთი გადავლებით ჩავიკითხავ გვარებსრომლებიც ლეპინგზ ლაინის ტრიბუნისქვეშ დაეცნენ და ვეღარასდროს ადგებიანერთი გვარი იპყრობს ჩემს მზერასჯონ-პოლ გილჰული - 10 წლის ბავშვიყველაზე პატარამათ შორის ვინც შეფილდიდან ვერ დაბრუნდაგულშემატკივარირომელიც საყვარელი გუნდის ქომაგობას შეეწირაბიჭუნარომლისსიცოცხლეც ადრეულ ასაკში შეწყდამე ვიცნობდი ჯონ-პოლსის ჩემი ბიძაშვილი იყოზურგზე ცივი ოფლი მასხამსარასდროსმავიწყდება პირჯვრის გადაწერა და გზას ვაგრძელებ..." - ამბობს სტივენ ჯერარდი.