ახალი ქართველი რუსულ პრემიერლიგაში (+VIDEO)

რუსული პრემიერლიგის კლუბმა უფამ ნახევარმცველ ნიკოლაი გიორგობიანს გაუფორმა კონტრაქტი. გიორგობიანი რუსეთის ქვედალიგელ ჩაიკაში თამაშობდა, 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც გააკეთა. მეორე ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. 

 

გიორგობიანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს: საქართველოსი და რუსეთისაც. 1997 წელს გახლავთ დაბადებული. სამი წელი ესპანიოლის სკოლაში ყოფილა.

 

უფაში, როგორც იცით, საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე თამაშობს.