პსვ- მ ლაიფციგის შემტევი შეიძინა

სარეკორდო შენაძენი !

პსვ ეინდჰოვენმა ლაიფციგიდან, 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ, 24 წლის ვინგერი ბრუმა შეიძინა.

 

პორტუგალიელი ფეხბურთელი, პსვ- სთვის სარეკორდო შენაძენია.

 

შემტევმა, წინა სეზონში ყველა ტურნირზე ერთად, 27 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრუმა ასევე პორტუგალიის ნაკრების წევრიც გახლავთ.