ერანოსიანი რუსთან დამარცხდა - პირველი მედალი კრივიდან 

ოთარ ერანოსიანმა ბრინჯაო მოიპოვა 

 

საქართვლოს დელეგაციამ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე კრივში პირველი მედალი მოიპოვა. 

 

ოთარ ერანოსიანმა -60 კგ წონით კატეგორიაში რუსეთის სახელით გამომსვლელ გაბილ მამედოვთან ნახევარფინალური ორთაბრძოლა 0:5 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა. 


ნახევარფინალამდე ერანოსიანმა ჯორდან როდრიგესი (5:0) და ჯავიდ ჩალაბიევი (3:2) დაამარცხა.

 
ეს საქართველოსთვის ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე 25-ე მედალი გახლდათ, აქედან 12 კი ბრინჯაოსია. ამ შედეგით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ქვეყანათა საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.