შალკე ემბოლომ დატოვა

2016 წელს შალკემ შვეიცარიელში 25  მილიონი ევრო გადაიხადა

2016 წელს შალკემ თავისთვის რეკორდული ტრანსფერი განახორციელა - ბაზელიდან 25 მილიონ ევროდ ბრილ ემბოლო დაიმატა. ხუმარებში შვეიცარიერლი ფეხბურთელის კარიერა ბოლომდე კარგად ვერ აეწყო, ტრავმებმა მის სათამაშო კონდიციებს დაღი დაასვა და დღეს ის სრულიად უფასოდ მიუნხენგლადბახის  ბორუსიაში გადაბარგდა.

 

ემბოლომ შალკეში 48 შეხვედრა ჩაატარა და  10 გოლი გაიტანა. 22 წლის ფეხბურთელს მიუნხენგლადბახში ტორგენ აზარის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც ამ ზაფხულს დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა.