მილანმა რეალის ფეხბურთელი შეიძინა

მილანს ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება სურს

როგორც Calciomercato წერს, მილანმა მადრიდის რეალიდან ტეო ერნანდესი შეიძინა. იტალიური წყაროს ინფორმაციით, ფრანგი მარცხენა მცველი მილანთან ხუთ წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი გადაბირება, იტალიურ გუნდთან ერთად, ლევერკუზენის ბაიერსაც სურდა.

 

ერნანდესმა გასული სეზონი რეალ სოსიედადში გაატარა. მან ბასკურ გუნდში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ოცდაორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა.