სოციალური ქსელები არ მომწონს

დღეს ბავშვები საფეხბურთო სკოლაში დადიან, მაგრამ არის ისეთი რამ, რასაც იქ ვერ ისწავლი ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

მისი პროფესიონალური კარიერა ჰამბურგში დაიწყო და ლაციოში დასრულდა. შუალედში კი იყო კაიზესლაუტერნი, ვერდერი, ბაიერნი... და რაც მთავარია - ეროვნული ნაკრები, სადაც მისი დებიუტი 2001 წელს შედგა. პირველი დიდი ტურნირი კი ერთი წლის შემდეგ კორეა-იაპონიაში ითამაშა. სადებიუტო გოლიც 2002 წლის მუნდიალზე გაიტანა, როდესაც საუდის არაბეთს ჰეთთრიქი შეუსრულა. კორეა-იაპონიაში მან კიდევ 2 გოლი დაიტანა და ორივე თავით. მიროსლავ კლოზე არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 თავით გატანილი გოლი მოუგროვდა.

 

იგივე შედეგი - 5 გოლი გაიმეორა კლოზემ 2006 წელს, სამშობლოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2010 წელს, ის სამხრეთ აფრიკაში კვლავ გერმანიის ნაკრების ძირითადი თავდამსხმელი იყო, სადაც მან თავი ოთხჯერ გამოიჩნა.

 

„ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატებში გოლების რეკორდის დამყარებაა“ - თქვა კლოზემ 2014 წლის მუნდიალამდე და იოახიმ ლიოვმაც ის ბრაზილიაში იახლა. კლოზემ ორჯერ გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

 

მიროსლავ კლოზე არის მსოფლიოს ჩემპიონის, ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე 2008 წელს ფინალში ითამაშა.

დღეს, ლიდერსპორტის სამშაბათის ტრადიციულ რუბრიკაში „ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ მიროსლავ კლოზეს შეგახვედრებთ.

 

,,დღეს ბავშვები საფეხბურთო სკოლაში დადიან, მაგრამ არის ისეთი რამ, რასაც იქ ვერ ისწავლი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელვოვანი ეტაპი ხის საამქროში მუშაობა იყო. სკოლის შემდეგ მე სამი წელი ხის გადამამუშავებელ საამქროში ვიმუშავე. ამ პერიოდმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და ხელი შეუწყო ჩემს ჩამოყალიბებას. დღე და ღამ საამქროში ხის დამუშავებასა და შეკვეთების შესრულებაში ვიყავი, რათა შემდეგ სახლის სახურავები შემეკეთებინა. ამ მომენტიდან აღვიქვი მუყაითობის შედეგი, თუ რა მნიშვნელოვანია, შეიგრძნო შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ხშირად მეკითხებიან და აინტერესებთ ჩემი დამოკიდებულება სოციალურ ქსელებზე. პირდაპირ ვამბობ: მე ისინი არ მომწონს. მაგალითად, ჩემი სახელით ასამდე გვერდია გახსნილი, თუმცა რეალურად არცერთია ჩემი. ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი ჩემი ყოველდღიური ცხოვრება საჯაროდ გამოვიტანო. დავიჯერო, ვინმეს მართლა აინტერესებს რას მივირთმევ, რას ვსვამ ან როდის ვთამაშობ შვილებთან ერთად? მეეჭვება“ - ამბობ მიროსლავ კლოზე.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.