კლასიკურში პირველი მედალი განაღდებულია - ბოლქვაძე ფინალშია

დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო 

კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს დელეგაციამ ერთი მედალი უკვე გაინაღდა. ბერძნულ-რომაულში დღეს გამომსვლელი 3 სპორტსმენიდან ორმა ნახევარფინალში, ერთმა კი ფინალში გააღწია. 


-60 კგ წონით კატეგორიაში, ორი ბრძოლის მოგების შემდეგ, დათო ჩხარტიშვილმა ნახევარფინალური, დრამატული ორთაბრძოლა უნგრელ ერიკ ტორბასთან 5:6 დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. 


სამაგიეროდ, -67 კგ-ში, შმაგი ბოლქვაძემ ოლექსეი კალინიჩენკო 5:0 დაამარცხა, ფინალის საგზური მოიპოვა და მინიმუმ ვერცხლის მედალი გაინაღდა. რუს ზაურ კაბალოევთან გადამწყვეტი ორთაბრძოლა 29 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

 
საქართველოს დელეგაციას უკვე 25 მედალი მოპოვებული აქვს, კრივსა და ჭიდაობაში კი მინიმუმ ორი  უკვე გარანტირებულია. გუნდურ ჩათვლაში ოლიმპიურ ნაკრებს მეხუთე ადგილი უკავია.