ბაბელი გალათასარაიში გადავიდა

გალათასარაიმ გამოოცდილი შემტევი დაიმატა

ლივერპულის ყოფილი შემტევი, რაიან ბაბელი, თურქულ გრანდ, გალათასარაიში გადავიდა. თურქეთის ჩემპიონებმა 32 წლის ჰოლანდიელთან, 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

 

6 თვიანი მოღვაწეობის შემდეგ, ფეხბურთელმა ფულემი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ბაბელი იანვარში შეუერთდა ლონდონურ კლუბს და მას შემდეგ 16 მატჩი გამართა პრემიერლიგაში, სადაც 5 გოლის გატანა შეძლო.

 

ვეტერანმა შემტევმა ასევე ითამაშა ერთა ლიგის გათამაშება, სადაც ჰოლანდიასთან ერთად ფინალამდე მიაღწია.

 

 

აღსანიშნავია, რომ ბაბელი, გალას დაუძინებელ მტერ, თანაქალაქელ ბეშიქთაშის რიგებში გამოდიოდა