გენტი მესამე გიორგისაც დაიტოვებს

გიორგი ბერიძემ ბელგიური გენტის 2 ამხანაგურ მატჩში 3 გოლი გაიტანა. ამჯერად დუბლი მიითვალა ბელგიის ქვედალიგელ მერელბეკთან 6:1 მოგებულ შეხვედრაში. ერთი გოლიც გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

ბერიძეც გენტის საკუთრებაა, მაგრამ ჯერ სლოვაკურ ტრენჩინში, მერე კი უნგრულ უიპეშტში იყო განათხოვრებული. ამჯერად, ალბათ, აღარ გაანათხოვრებენ: კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

ასე რომ, დიდი ალბათობით, სამი ქართველი იქნება ბელგიურ კლუბში და სამივე გიორგი. ჩაკვეტაძე, როგორც იცით, ოპერაციის მერე რეაბილიტაციის კურსს გადის და რამდენიმე თვე კიდევ ვერ ითამაშებს. მინიმუმ, ნოემბრამდე.

 

ბერიძე 1997 წელს გახლავთ დაბადებული, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა და შარშანწინ ეროვნულ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი.  




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.