ივანე მრისხანე

მას მთელი ძალით შევასკდი და ჰაერში ავარდნილი ვალდანო მიწაზე მთელი ძალით დაენარცხა - ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

გოლის საოცარი ალღო, მკლვლელი ინსტიქტი, საჯარიმო მოედანში ჩასაფრებული და მუდამ მეტოქის კარისკენ დაგეშილი. ამ თვისებების გამო მას ივანე მრისხანეც კი შეარქვეს.

 

ივან სამორანო -  ახლო წარსულის გამოჩენილი ფეხბურთელი, რომელიც მარსელო სალასთან და ელიას ფიგუეროსთან ერთად არა მხოლოდ ჩილეს, არამედ ზოგადად საფეხბურთო ვარსკვლავებად ითვლებოდნენ.

 

ივან სამორანომ ჩილეს ნაკრების მაისური 69-ჯერ მოირგო და 34 გოლი გაიტანა, რეალთან ერთად კი 1994-95  წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

„ლიდერსპორტის“ სამშაბათის რუბრიკაში „ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ ამჯერად ივან სამორანოს შეგახვედრებთ:

 

,,ჩემი ოცნების გუნდში მადრიდის ,,რეალში" ვთამაშობდი. ერთხელაც, ახალმა მწვრთნელმა ხორხე ვალდანომ ვარჯიშის წინ გამომიცხადა, რომ თამაშის ცოტა შანსი მქონდა. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ვარჯიშზე თავი უნდა დამედო და მწვრთნელისთვის საპირისპირო დამემტკიცებინა. დაიწყო ორხმრივი თამაში. ველურივით, ხან ერთ მხარეს გავიქეცი, ხან - მეორე მხარეს. ჩემს სტილში მინდოდა წნეხის ქვეშ მომექცია მეტოქე. შემდეგ, თამაშში მწვრთნელიც ჩაერთო. ცოტა ხანში ვალდანოსაკენ მიმავალი ბურთისკენ საკმაოდ სწრაფად გავქანდი და მეგონა დასწრებაზე ვითამაშებდი, თუმცა შეჩერება ვეღარ შევძელი. მას მთელი ძალით შევასკდი და ჰაერში ავარდნილი ვალდანო მიწაზე მთელი ძალით დაენარცხა. ყველა გაჩერდა. ცხადი იყო, რომ შეგნებულად არ მიუხეშია, მაგრამ იმ მომენტში გავიფიქრე, რომ ძალიან გადავაჭარბე. ვალდანო ფეხზე წამოდგა და მომიგო: ,,შენ რა, ყოველთვის ასე ვარჯიშობ თუ როცა მწვრთნელზე ხარ გაბრაზებული?" 
იმ სეზონში მე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრე, ჩემპიონის ტიტულიც მოვიგეთ და საუკეთესო ბომბარდირიც გავხდი".




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.