კიდევ ერთი ფინალი, ამჯერად კრივში 

ხუთეულის შანსი იზრდება - 25+2

 

საქართველოს დელეგაციას ევროპულ თამაშებზე ბრწყინვალე შედეგის დაფიქსირების და 50 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილის დაკავების საკმაოდ რეალური შანსი აქვს. ჩვენებმა კიდევ ერთი მედალი გაინაღდეს და ეს კრივში მოხდა. 


-49 კგ წონით კატეგორიაში, სახილ ალახვერდოვმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა იტალიელი ფედერიკო სენას წინააღმდეგ (3:2) გამარჯვებით დაასრულა, ფინალში გავიდა და ავტომატურად მინიმუმ ვერცხლის მედალი გაინაღდა. 


ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ალახვერდოვის მეტოქე არტურ ჰოვანისიანი იქნება. 


ქართულ დელეგაციას მინსკში უკვე 25 მედალი აქვს მოპოვებული და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილს იკავებს. კლასიკურ ჭიდაობასა და კრივში ორი ვერცხლი განაღდებულია, გარდა ამისა, გამოსვლა დარჩენილი კარატისტებს, მოჭიდავეებს და ტანმოვარჯიშეებს აქვთ დარჩენილი.