სულშერი თავისას არ იშლის

მანჩესტერელები პოგბას შემცვლელად ბარსელონას ფეხბურთელს მოიაზრებენ

მანჩესტერს ზაფხულში ბარსელონადან ივან რაკიტიჩის შეძენა სურს. ტრანსფერის ინიციატორი ოლე გუნარ სულშერია, რომელიც თვლის, რომ რაკიტიჩი პოგბას იდეალური შემცვლელი იქნება. მოგეხსენებათ ფრანგს გუნდის დატოვება სურს და ახალი სეზონიდან სავარაუდოდ რეალის ან იუვენტუსის მაისურს მოირგებს.

 

ბრიტანული პრესის ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან ხორვატის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადონ. თავის მხრივ ნახევარმცველის გაშვების წინააღმდეგნი არც ბარსას მესვეურები არიან, თუმცა ცნობილია, რომ ბლაუგრანა შუახაზელს 50 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.

 

რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წლის ზაფხულში სევილიადან გადავიდა. ბოლო სეზონში მან 54 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.