Playboy თუ ? მკითხა მან...

შვებულებაში, სარდინიაზე გახლდით და მაშინ, მოგეხსენებათ მობილური ტელეფონი არ არსებობდა ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

პაოლო მალდინი მარტო მილანის ლეგენდა როდია, ის გუნდის სიმბოლო და სახე იყო. მილანის დიად წლები მალდინის გარეშე წარმოუდგენელი გახლდათ.

 

პაოლო ბავშვობიდანვე ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. მილანის სახელგანთქმული კაპიტნის, ჩეზარე მალდინის შვილისგან ეს გასაკვირი არც იყო. ადრე ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ახალგაზრდა პაოლო ღირსეულად შეცვლიდა მამამისს და გახდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი.
მალდინის ცხოვრების საფეხბურთო გზა, მისი საგვარეულოს უნიკალური წარმატების მაგალითია, იდეალური კარიერისა,  რომლის ანალოგის ნახვა მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია.

რუბრიკაში „ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ დღეს პაოლო მალდინის გაგახსენებთ.

 

,,მახსოვს, როცა ბარეზის მემკვიდრე გავხდი. კაპელომ ახალი კაპიტნის ვინაობა იკითხა. სხვებს, თუნდაც, როგორიც კოსტაკურტა იყო, ჰქონდა ამის უფლება. გასახდელში ერთად გადავწყვიტეთ და მე ძლაიან ვნერვიულობდი. მე ჩემს თავზე ავიღე ასეთი პასუხიმსგებლობა, რადგან ზუსტად ეს მსურდა. მე ამაზე მაშინაც ვფიქრობდი, როცა 1987 წელს საკიმ დამირეკა.

შვებულებაში, სარდინიაზე გახლდით და მაშინ, მოგეხსენებათ მობილური ტელეფონი არ არსებობდა. მან ერთ-ერთ სასტუმროში მომაგნო. მან ყურმილში მითხრა: ,,სალამი პაოლო, მე  მილანის ახალი მწვრთნელი ვარ. რაღაცა მინდა გითხრათ... ახლავე გადაწყვიტეთ, გინდათ გახდეთ playboy თუ ფეხბურთელი". იმ მომენტში რა მეპასუხა არ ვიცოდი, რადგან მე მას არ ვიცნობდი, ის კი - მე.

 

უბრალოდ, მწამდა მისი. ამ ზარის შემდეგ წავედი და მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. კაპიტნის სამკლავური სერიოზული საკითხია. დღეს ვხედავ, რომ  მილანში კაპიტნის სამკლაური ხშირად იცვლის ფეხბურთელთა მკლავებს. ეს კი არაფრის მომცემია... მილანი ჯადოქართა გუნდიდან, ჩვეულებრივ გუნდად გადაიქცა.

 

მიზეზი უბრალოა: ისეთი გუნდები, როგორებიცაა  ბარსა,  რეალი",  იუვე და  ბაიერნი, რომელთაც უზარმაზარი ისტორია უმაგრებთ ზურგს, კლუბში ისეთი ხალხი ჰყავთ, რომ ესმით, რას ნიშნავს ამ კლუბების მაისურის ტარება. ადამიანები, რომელთაც შექმნეს ისტორია და შეუძლიათ ახალგაზრდებს გადასცენ ყველაფერი ეს.  მილანში გაწყდა ეს ჯაჭვი და აღარავინ გადასცემს ამ ფასეულობებს. მე მინდა ვესაუბრო ახალგაზრდა თაობას, რომლებიც გუნდის ნაწილნი არიან და მოვუყვე, რა არის ძველი მილანი.“




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.