ოფიციალურად: დავითაშვილი რუსულ პრემიერლიგაში

18 წლის ზუკა დავითაშვილი ყაზანის რუბინს შეუერთდა.

ქართველმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. კონტრაქტის დეტალები განიხილეს და ყველაფერი მოგვარდა.  3–წლიანი კონტრაქტიც გაფორმდა.   

 

როგორც იცით, დავითაშვილი თბილისის დინამოში გაიზარდა და წელიწადნახევრის წინ გადავიდა თბილისის ლოკომოტივში. 18 წლისა გახდა თებერვალში და რუბინში გაიარა მოსამზადებელი ეტაპი. თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ზუკა ისევ ლოკოში დაბრუნდა. მერე იყო ბელგიურ გენტზე საუბარი, მაგრამ აი, რუბინის თემამ ისევ წამოიწია.

 

დავითაშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშევი. ზუკა რუბინში 11 ნომრით ითამაშებს.