ფოთის კოლხეთის განცხადება

ფოთის კოლხეთი ფინანსურად ცუდ დღეშია. კლუბს ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა კრიზისი და  იქიდან მოყოლებული, მოჰყვება. დავალიანება დაუგროვდა.

 კოლხეთი ჯერ ეროვნული ლიგიდან გავარდა და ვერც ეროვნულ ლიგა 2–ში აჩვენებს შედეგს: ბოლოდან მესამე ადგილზეა.

 

აი, ფოთის კლუბის ოფიციალური განცხადება: 

 

„სამწუხაროდ საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ რომ ფოთის კოლხეთი 1913 დღეისათვის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება რადგან გასული სეზონის მეორე ნახევრიდან რბილად რომ ვთქვათ გუნდის ხელმძღვანელთა და სპონსორთა არასწორი მენეჯმენტის გამო მას უამრავი დავალიანება დაუგროვდა რის გამოც არაერთი სახის მკაცრი სანქციები ემუქრება. უპირველეს ყოვლისა უახლოესი 2 დღის განმავლობაში გასასტუმრებელია გასულ სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში მოასპარაზე ბურკინა ფასოელი მცველის კრისტიან კაბორეს დავალიანება რომლის უზრუნველყოფას მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო ფიფა აკონტროლებს. გადაუხდელობის შემთხვევაში 2 ივლისიდან ჩვენს გუნდს წელიწად ნახევრის განმავლობაში აეკრძალება საფეხბურთო ტრანსფერების განხორციელება რაც ბუნებრივია გუნდზე განსაკუთრებულად უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო ვალი ყოველმიზეზის გარეშე მაინც გადასახდელი დარჩება. ასევე 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ 5 ყოფილი ფეხბურთელის დავალიანება რომლის არგადაუხდელობის შემთხვევაში გუნდს სავარაუდოდ, ისევე როგორც გასულ სეზონში 6 ქულით დააჯარიმებენ. რაც დაგვეთანხმებით კატასტროფის ტოლფასია. დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ ამ პრობლემების მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული ქალაქ ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით უკვე შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს და იმედს ვიტოვებთ რომ იგი მოახერხებს ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის პირველი გუნდი შესაძლებელია გაქრეს ქართული საფეხბურთო რუკიდან რასაც იმედია ჩვენი ქალაქი არასოდეს დაუშვებს“.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.