მოჭიდავეებმა დელეგაციას 2 მედალი შემატეს - მეშვიდე ოქროს შანსი საქართველოს 

იაკობ ქაჯაია ფინალშია 

 

საქართველოს კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დღეს კიდევ 3 მედალი მოიპოვა. 


შმაგი ბოლქვაძემ -60 კგ-ში რუმინელი რაზვან არნაუტთან ორთაბრძოლა 3:3 დაასრულა, თუმცა ბოლოს მოპოვებული ქულების უპირატესობით ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

 
67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძემ ფინალში რუს ზაურ კაბალოევთან 1:3 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 


სამაგიეროდ, საქართველოს ოქროს მედლის მოპოვების შანსი კიდევ აქვს. იაკობ ქაჯაიამ -130 კილოგრამში ფინალს უწია, სადაც თამაშების დასკვნით დღეს მასპინძელთა ფალავან კირილ ჰრიშანკას დაუპირისპირდება.


ამჟამად, საქართველოს 6 ოქრო, 8 ვერცხლი და 14 ბრინჯაო აქვს, რა შედეგითაც მეექვსე ადგილზე იმყოფება. ქაჯაიას მიერ ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, ჩვენს დელეგაციას გამოსვლის ხუთეულში დასრულების თეორიული შანსი ექნება.