დილა: ბომბარდირმა დეკანოსიძე შეცვალა

გიორგი დეკანოსიძე გორის დილას აღარ გაწვრთნის. მის ნაცვლად დროებით დაინიშნა გუნდის ყოფილი ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე, რომელიც სამწვრთნელო შტაბში გახლდათ. 

ეს დილას საიტის ინფორმაციაა. ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ 38 წლის დეკანოსიძე წლეულს გახდა დილას თავკაცი, მანამდე კი საბურთალოს აკადემიასა და თელავში მუშაობდა. დილა მაინცდამაინც კარგ სეზონს ვერ ატარებს: 20 ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა. სერიები ჰქონდა გუნდს და ბოლო ტურებში გააუარესა შედეგი.  

 

ზაფხულის შესვენებამდე ერთი ტური დარჩა. დილა 3 ივლისს სიონს უმასპინძლებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.