არჩევანი კონტეზეა

49 წლის სპეციალისტს ფართო არჩევანი აქვს. ახლახანს მისით კიდევ ერთი იტალიური გუნდი დაინტერესდა. 

რომაში ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეცვლაზე ფიქრობენ. მოგეხსენებათ გუნდი არცთუ ისე სახარბიელო ფორმაშია და აქედან გამომდინარე გამორიცხული არაა იტალიელს ჯალოროსი დაატოვებინონ.

 

ახლახანს უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ დედაქალაქელთა ხელმძღვანელობას ანტონიო კონტეს მიწვევა სურს. მოგეხსენებათ 49 წლის სპეციალისტი უმუშევარია, რაც რომაელებს საქმეს უადვილებთ. კონტე ბოლოს ჩელსის თავკაცი გახლდათ. არისტოკრატთა სათავეში ის 2016-18 წლებში იყო და პირველივე წელს გუნდს პრემიერლიგა მოაგებინა. სათქმელია რომ რამდენიმე კვირის წინ მისი დამატება მადრიდის რეალსა და მილანსაც სურდათ.

 

რაც შეეხება რომას, გუნდი მართლაც, რომ რთულ მდგომარეობაშია. სტადიო ოლიმპიკოს ბინადრებს 19 ქულა აქვთ და  მე-7 ადგილზე არიან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი გუნდი 9 ქულით მე-2 პოზიციაზეა და პლიოფში თამაში განაღდებული აქვს.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.