მესიმ პირი გააღო...

... არგენტინამ მოიგო

არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ვენესუელას 2:0 მოუგო და ნახევარფინალში ბრაზილიას შეხვდება. მაგრამ იმ საღამოს ისეთი რამ მოხდა, ვენესუელა ვისღა ახსოვდა. კაპიტანმა ლეო მესიმ თამაშის წინ არგენტინის ეროვნული ჰიმნი იმღერა. ასეთი რამ მას 14 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია. ანუ სანაკრებო კარიერის დასაწყისიდან.

 

 

ოთხი წლის წინათ, როცა კრიტიკოსებმა ძალიან შეაწუხეს, ლეომ ახსნა რატომ იქცევა ასე. ზოგიერთ პატრიოტ ქომაგს ხომ  საერთოდ არ აინტერესებდა, როგორ ითამაშებდა ბარსელონას ვარსკვლავი. მათ არესმოდათ რატომ დუმსმესი, მთელი ქვეყნისთვის ასეთ ემოციურ მომენტში.

 

 

„მაბრაზებენ ადამიანები, რომლებიც ყველაფრისთვის მაკრიტიკებენ და არ ფიქრობენ რატომ არ ვმღერი ჰიმნს. არ ვმღერი და არც ვიმღერებ, რადგან განსაკუთრებული მოტივაციისთვის ეს არ მჭირდება. ჩემი პრიორიტეტი ნაკრებთან ერთადჯილდოების მოგებაა,“ - დასძინაგენიოსმა.

 

 

ეს სიტყვები ლეომ 2016 წლის კოპა ამერიკის წინ თქვა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად, მანამდე ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირი წააგო. 2014 წელს, „ალბისელესტეს“ 1986 წლის შემდეგ პირველად შეეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში დამარცხდა.

 

 

ორი წლის შემდეგ, შესანიშნავად მოთამაშე არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის გადამწყვეტ მატჩში ჩილესთან წააგო. ლეომ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში თავისი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, ატირდა და ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

 

 

დაბრუნებას სთხოვდნენ. უარობდა. ცხდია, საქმე ქვეყნის პრეზიდენტამდე მივიდა და ლეო დაბრუნდა. ლამის მარტომ გაათრია გუნდი რუსეთის მუნდიალზე. მაგრამ იქაც არაფერი გამოვიდა.

 

 

 

ფეხბურთელები ცრუმორწმუნე ხალხია. სანამ რაღაც რიტუალს წარმატება მოაქვს, არაფრისდიდებით იტყვიან უარს მასზე. ვენესუელასთან ლეომ იმღერა და არგენტნამ მოიგო. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მესი ბრაზილიასთან მატჩის წინაც იმღერებს ჰიმნს. ოღონდ საკითხავია, უშველის თუ არა ეს არგენტინას. ლიონელ სკალონის კრებულს პრობლემებს რა დაულევს.

 

 

უპირველესი, ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთლების ოსტატობის შედარებით დაბალი დონეა, რასაც სპეციალისტები ბავშვთა ფეხბურთში არსებულ კრიზისს მიაწერენ. შემდეგ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია, რომელმაც ნაკრების მწვრთნელად გამოუცდელი სკალონი დანიშნა. თავად სკალონი, რომლის გუნდსაც არც იდეები აქვს და არც გასაგები სათამაშო სქემა.

 

 

კრიტიკოსები ყველაფერს ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიას აბრალებენ. ამბობენ, ისინი ფულის კეთებაზე გადასულან და სკალონეც იმად დანიშნეს, სხვა,გამოცდილი სპეციალისტისთვის სახელფასო თანხა დაენანათო.

 

 

მესისაც იმიტომ სთხოვდნენ დაბრუნებას, რომ ლეოსთან ერთად „ალბისელესტე“ აბსოლუტურად სხვა პროდუქტია, ტკბილი ლუკმა სპონსორებისთვისაც, ტელევიზიებისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც. მასთან ერთად ამხანაგური მატჩებიც სულ სხვა მნიშვნელობას იძენს.

 

 

თავად სკალონი კი ჩანს, ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს და ჩანს, დიდ ხანს აპირებს ნაკრებში დარჩენას. თუმცა, ის იყო, გარკვეული იდეების დამკვიდრება დაიწყო (მაღალი პრესინგიდა სწრაფი კონტრშეტევები), რომ მესის დაბრუნების შემდეგ, ყველაფრის გადაწყობა უწევს. თავის სტილში მესის ჩასმა სკალონეს არ გამოსდის,ლეოს სათადარიგოთა სკამზე დასმას კი ვერც გაიფიქრებს. არდა, ამას წინებზე, ლეგენდარულმა მარიო კემპესმა თქვა, არგენტინის ნაკრების მთავარი პრობლემა ლეო მესიაო...




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.