მანჩესტერმა ლუკაკუს შემცვლელი შეიძინა

მანჩესტერელები ამ ზაფხულს ფულის დახარჯვას არ ერიდებიან

Goal.com-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა სევილიას თავდამსხმელი ვისამ ბენ იედერი შეიძინა. უდიდესი ალბათობით, წითელ ეშმაკებს​ რომელუ ლუკაკუ  დატოვებს და  ინტერში გადაბარგდება.

 

ბენ იედერის სატრანსფერო ღიღებულებად 40 მილიონი ევრო სახელდება. 28 წლის ფრანგმა გასულ სეზონში სევილიას რიგებში 50 შეხვედრა ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.