შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი ვერ უპოვნიათ

შვეიცარიის ნაკრებისა და იანგ ბოიზის კაპიტანი ქალი ფეხბურთელი კვირას კომოს ტბაზე დაიკარგა. თითქმის 24 საათი გავიდა და ვერ უპოვნიათ. მისი სახელ-გვარია ფლორიანა ისმაილი.

 24 წლის ფლორიანა მეგობართან ერთად ყოფილა ტბაზე და ორშაბათს დილით ახალი ინფორმაციები გაჩნდა.

 

ფეხბურთელმა მეგობართან ერთად იქირავა ნავი, ნაპირიდან 700 მეტრის სიშორეზე გაისეირნეს და მერე ფლორიანა წყალში ჩასულა. მას მერე აღარავის უნახავს:

 

"ვიფიქრე, ჩემი შეშინება სურს და ნავის მეორე მხარეს ამოყვინთავს-მეთქი. თუმცა როცა რამდენიმე წუთი აღარ გამოჩნდა, პანიკაში ჩავვარდი და მაშველებს დავუძახე" - თქვა ისმაილის მეგობარმა. 

 

ფლორიანა ისმაილის ძებნა გრძელდება.   




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.