ინტერმა გოდინი გაიფორმა

კონტემ, ჩოლოს კაპიტანი მოპარა

საგა დასრულებულია. მილანის ინტერმა დიეგო გოდინი ოფიციალურად გაიფორმა.

ურუგვაელმა ინტერთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დიეგომ ატლეტიკოში, 9 სეზონი გაატარა და თავის სახელი, გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებითაც ჩაწერა.

 

33 წლის გოდინმა, ატლეტიკოს მაისურით, 300 ზე მეტი შეხვედრა გამართა. მოიგო ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ორი ევროპის ლიგა და ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

 

ურუგვაელი ცენტრალური მცველი, მადრიდელთა რიგებში, ვილიარეალიდან გადავიდა 2010 წელს, მას მერე დიეგო სიმეონეს ფილოსოფიის უმთავრეს ნაწილად იქცა. წლების მანძილზე, ჩოლომ სწორედ გოდინზე ააწყო დაცვის ხაზი.

 

ინტერის დაცვა, წინა სეზონის სერია ა - ს გათამაშებაში იყო რიგით მეორე, ყველაზე ნაკლები გოლის გამშვები გუნდი, 33 ბურთი, 38 შეხვედრაში. ნერაძურიმ სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა. რა თქმა უნდა გოდინის მისვლით, ანტონიო კონტეს გუნდი, დაცვაში თამაშს კიდევ უფრო მოუმატებს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.