ბრუკლინ ნეთსი - NBA-ს ახალი გიგანტი შენებას იწყებს 

გოლდენ სტეიტს ლიდერები ტოვებენ 

 

გოლდენ სტეიტს ლიდერები ტოვებენ, ბრუკლინ ნეთსის სახით კი NBA-ს ახალი თანავარსკვლავედი ეყოლება. 


კევინ დურანტი თავისუფალი აგენტი გახდა თუ არა, ESPN-ს ჟურნალისტს შეატყობინა, რომ კალიფორნიულ კლუბს ტოვებს და ბრუკლინთან მაქსიმალურ, 4-წლიან ხელშეკრულებას აფორმებს, რა დროშიც მისი შემოსავალი164 მილიონი დოლარი იქნება. არსებობს ვარიანტიც, რომ დურანტულა მეომრების შემადგენლობაში დარჩეს და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს, ამ შემთხვევაში კეი დი 221 მილიონს გამოიმუშავებს.

 

 
ამერიკულ მედიაში ამბობენ იმასაც, რომ დურანტის გარდა, ვიცე-ჩემპიონის რიგებს კაპიტანი ანდრე იგუდალაც დატოვებს, თუმცა მისი მომავალი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

თავის მხრივ, ბრუკლინი სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს და დურანტზე გაჩერებას არ აპირებს. გოლდენ სტეიტთთან დეანჯელო რასელის გაცვლის შემდეგ, ნეთსი ბოსტონ სელტიკსიდან გამოცდილი კაირი ირვინგის დამატებას აპირებს. 

 

 


დურანტმა სან-ფრანცისკოელების მაისურით 3 სეზონის განმავლობაში ითამაშა. ზედიზედ 2 საჩემპიონო ბეჭედი, მოიგო, მესამედ კი მისი გუნდის სუპერფინალურ სერიაში დამარცხდა (ტორონტოსთან 2:4).

 

მაისში დურანტმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა, ოპერაციის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ დურანტი მინიმუმ მთელ შემდეგ სეზონს გამოტოვებს. კეი დიმ, რომელიც წინა გათამაშებაში საშუალოდ 34.2 ქულას აგდებდა, NBA-ში 12 სეზონი ჩაატარა და აქედან 10-ჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩში მოხვდა, კალიფორნიელთა შემადგენლობაში თამაშისას ის ორჯერ ფინალების MVP გახდა. ბოლო ფლეი ოფში, მან 7 მინიმუმ 30-ქულიანი შეხვედრა ჩაატარა.