WTA-მ რეიტინგი განაახლა: სერენა ათეულში დაბრუნდა 

ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგის სათავეში ავსტრალიელი ჩოგბურთელია 

 

უიმბლდონის დაწყებამდე სულ მცირე ხნით ადრე, WTA-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. ჩოგბურთში, ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ნომერი ავსტრალიელი ეშლი ბარტი გახლავთ, რომელმაც ივნისში როლან გაროს მოგება შეძლო. მეორე ადგილზე უიმბლდონისა და აშშ-ს ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული იაპონელი ნაომი ოსაკაა, სამეულს კი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა ასრულებს.

 
საინტერესოა, რომ ათეულში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ტიტულოვანი სერენა უილიამსი დაბრუნდა. 


ქართველი ქალი ჩოგბურთელებიდან საუკეთესო შედეგი ეკატერინე გორგოძეს აქვს, რომელიც 150-ე პოზიციას იკავებს. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.