ჯონ ობი მიკელი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ტრაბზონსპორმა გამოცდილი საყრდენი დაიმატა

თურქეთის სუპერ ლიგის კლუბმა, ტრაბზონსპორმა, ნიგერიის ნაკრების კაპიტანი, ჯონ ობი მიკელი დაიმატა. მიკელი ბოლოს მიდსლბროში გამოდიოდა და მაისიდან თავისუფალი აგენტი გახლდათ.

 

32 წლის საყრდენმა, 2012 წელს ჩელსისთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ნიგერიელმა ჯამში 249 შეხვედრა ჩაატარა პრემიერლიგაში და ორჯერ გახდა ოქროს მედალოსანი, ასევე სამჯერ მოიგო ასოციაციის თასი და ევროპის ლიგა 2013 წელს.

 

მიკელს ეროვნულ ნაკრებში, 89 მატჩი აქვს ჩატარებული, ითამაშა ბოლოს გამართული ორივე მსოფლიო ჩემპიონატი და 2013 წელს გახდა აფრიკის თასის გამარჯვებული ნიგერიასთან ერთად.

 

 

მოგახსენებთ, რომ ტრაბზონსპორმა 2019-2019 წლის თურექთის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ამით ევროპა ლიგაში თამაშის უფელბა მოიპოვა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.