აქ ყოველთის შენი სახლი იქნება

ლევან მჭედლიძემ პირველად 13 წლის წინ ითამაშა ემპოლიში. მაშინ 16-ის გახლდათ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ გუნდში...

შემდეგ იყო პროფესიული კონტრაქტი, წელიწადნახევარი სერია ა-ს პალერმო, გადამწყვეტი გოლი ჯიჯი ბუფონის კარში. შემდეგ კი გაუთავებელი ტრავმები, ფიზმომზადების პრობლემები.

 

მჭედლიძე ახლა 29 წლისაა და ემპოლი დატოვა.    

 

"არ ვიცი, რით დავიწყო და რით გავაგრძელო. დიდი ხნის შემდეგ დადგა ეს მომენტი, როცა უნდა წავიდე. ეს ფეხბურთია. მადლობა ემპოლის, რომელიც ჩემთვის ოჯახივითაა. ყოველთვის ჩემს გვერდში იყავით. მადლობა, რაც ჩემთვის გააკეთეთ!" - ეს მჭედლიძის წერილია.

 

ემპოლის საიტზე თბილი სიტყვები წერია ლევანის მიმართ. გაიხსენეს საუკეთესო მომენტები და ბოლოს ასეთი წინადადებაა: "ემპოლი ყოველთვის შენი სახლი იქნება".

 

იტალიურ პრესაში აღნიშნულია, რომ მჭედლიძე პიროვნულადაც საჭირო იყო ემპოლისთვის. რომ დადებით მუხტს გადასცემდა, გასახდელში მის სიტყვას ფასი ჰქონდა.  

 

სად გადავა ლევან მჭედლიძე, ჯერ უცნობია. დიდია ალბათობა, რომ ისევ იტალიაში გააგრძელოს კარიერა.