სევილიამ ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელი შეიძინა

ლუკ დე იონგი სევილიას ფეხბურთელია

პსვ- ს ჰოლანდიელი ფორვარდი ლუკ დე იონგი, ოფიციალურად სევილიას ფეხბურთელია.

 

28 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე გააფორმა, ტრანსფერის ღირებულებად 13 მილიონი ევრო სახელდება.

 

დე იონგი პსვ- ს რიგებს 2014 წლიდან იცვას. წინა ერედივიზიონის სეზონში ლუკმა, 34 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონების განმავლობაში, ლუკ დე იონგი პსვ-ს კაპიტნობდა და ფორვარდი ასევე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების წევრიცაა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.