არიენ რობენი: უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შემიძლია

France Football-მა მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულ გარემარბთან, არიენ რობენთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. 

France Football-მა მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულ გარემარბთან, არიენ რობენთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამ ზაფხულს რეკორდმაისტერიდან წავიდა, თავისი ოქროს წლები უკან მოიტოვა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, უმაღლეს დონეზე თამაში ჯერ კიდევ შეუძლია...

 

მომავალზე

 

არ ვიცი კარიერას გავაგრძელებ თუ არა.  ამ კითხვას პასუხს ჩემი სხეული გასცემს.  როდესაც 100%-ით მზად ვარ, მსოფლიო დონის ფეხბურთის ჩვენება ჯერ კიდევ შემიძლია.  რამდენიმე წინადადება მაქვს და რას ვიზამ გადავწყვეტ. ერთი რამ ვიცი - მოედანზე გასვლა ისევ მიხარია.

 

ფრანკ რიბერისთან ურთიერთობაზე

 

ჩვენ ერთად ძალიან დიდი დრო გავატარეთ. მან კლუბში უდავოდ ძალიან დიდი კვალი დატოვა. შეიძლება ისიც ჩემზე იმავეს ფიქრობს,  აბა რა ვიცი?! (იღიმება). ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოედანზე დაუჯერებელ რაღაცებს ვაკეთებდით და  კლუბს მწვერვალების დაპყრობაში დავეხმარეთ.

 

„განსაკუთრებული“

 

ჩემი ცოლი ხშირად მეუბნება, რომ  ჩემი სათამაშო სტილით უნდა ვიამაყო.  ჩემი რეპუტაცია სწორედ ასეთმა თამაშმა შექმნა.  წლების გასვლის მიუხედავად, ჩემი ცენტრში შერბენა ისევ მუშაობს. 

 

მისთვის განსაკუთრებული მწვრთნელი

 

გუარდიოლას დიდი გულშემატკივარი ვარ. ის შემტევი ფეხბურთის მოყვარულია. პეპს ბურთის ფლობა და შეტევის ასე განვითარება უყვარს. მასთან ერთად შესანიშნავი დრო გავატარე.

 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.