ლოკომოტივი ტორპედოს მიუახლოვდა

ლოკომოტივი შესანიშნავ ფორმაშია, თბილისელებმა ტორპედოსთნ მორიგი 3 ქულა აიღეს

ეროვნული ლიგის 21-ე ტურში, ქუთაისის ტორპედომ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

 

პირველი ტაიმი არცთუ ისე კარგი სანახავი იყო. ბურთს უმეტესად დედაქალაქელები ფლობდნენ, თუმცა რაიმე განსაკუთრებული არ შექმნილა და ორივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა.

 

ანგარიში 71-ე წუთზე ლაშა გვალიამ გახსნა. სიხარულიძის დარტყმის შემდეგ, ბურთი მეკარემ მოიგერია და გოროზიას მიუვიდა, 24-ე ნომერმა კარგ პოზიციაში მყოფი თანაგუნდელი მოძებნა და მასაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია.

 

86-ე წუთზე ქუთაისელთა კარი ირაკლი სიხარულიძემ აიღო. ქვილითაია უხეშად შეცდა და ბურთი პირდაპირ მეტოქეს ჩააბარა, მე-20 ნომერმა კი მასპინძელთა შეცდომა კარგად გამოიყენა და დაახლოებით 30 მეტრიდან მშვენიერი გოლი გაიტანა.

 

ლოკომოტივმა 32 ქულას მოუყარა თავი და მე-5 ადგილზეა, ტორპედოს კი 2 ქულით მეტი აქვს და 1 საფეხურით მაღლაა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.