ემერის მსოფლიო ჩემპიონი სურს

არსენალი გაძლიერებას ფრანგი შემტევით შეეცდება

არსენალი ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობს. ბოლო ინფორმაციით, ლონდონელთა ახალი ობიექტი ლიონის შემტევი ნაბილ ფეკირია. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ლონდონელები ფრანგებს 35 მილიონ ევროს სთავაზობენ.

 

ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ლიონელები ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგნი არ არიან. საერთოდაც ფეკირი საკმაოდ მოთხოვნადი მოთამაშეა. მისი გადაბირება მეთოფეთა გარდა სიტის, არსენალს, პსჟ-სა და ბაიერნს სურთ. წინა სეზონში ფრანგმა 38 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

რაც შეეხება არსენალს, 2018-19 წლების სეზონში ლონდონელებმა პრემიერლიგაში მე-5 ადგილი დაიკავეს, ხოლო ევროპის ლიგაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს. გეტყვით იმასაც, რომ ემერის გუნდს ფეკირის გარდა ჰარი მაგუაიერისა და იანიკ კარასკოს დამატებაც სურს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.