რუსეთში ქართველი მორაგბეები კლუბიდან გაუშვეს

"მხარს ჩემს ერს ვუჭერ და არა პოლიტიკოსებს" 

რუსეთში ქართველი სპორტსმენების მიმართ ზეწოლა არ წყდება. ჯერ იყო და რუსმა საფეხბურთო ჩინოსნებმა ანტისაოკუპაციო ქმედებების გამო ქართველი ფეხბურთელებისა და ეროვნული ლიგის კლუბების დასჯა მოითხოვეს, ახლა კი ჯერი მორგაბეებზე მიდგა. 


რუსული სარაგბო კლუბის სლავას ორმა ქართველმა მორაგბემ რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ ლელოს აღნიშვნის დროს თვალზე ხელი აიფარეს, რითაც თბილისში, 20 ივნისის ღამეს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული ადამიანების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. 


ქართველების მშვიდობიანი პროტესტი სლავას ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამ მიზეზით ორივე მორაგბეს კონტრაქტი გაუწყვიტეს.


"ისინი თვლიან, რომ ჩვენი ეს პროტესტი პოლიტიკური სახისაა და რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ ამ ჟესტით მე ჩემს ერს ვუჭერ მხარს და არა პოლიტიკოსებს",-თქვა რეზი ბროძელმა




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.