მარი და სერენა დაწყვილდნენ 

ბრიტანელი სამშობლოში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირში 5 ივლისიდან ჩაერთვება

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი, რომელიც ტრავმის გამო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, სამშობლოში მიმდინარე უპრესტიჟულეს ტურნირეზე მონაწილეობას მიიღებს. 


უიმბლდონზე 32 შოტლანდიელი შერეულ წყვილთა თანრიგში გამოვა და მისი მეწყვილე ლეგენდარული ქალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი და დიდი სლემების 23-გზის გამარჯვებული ამერიკელი სერენა უილიამსი იქნება. 


"კორტზე მოქმედებაში ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ენდის თამაში ყოველთვის მხიბლავდა. მას აქვს შრომისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, რის გამოც პატივს ვცემ. მარი გამორჩეულია პიროვნული თვისებებითაც, ის სხვა მამაკაცი ჩოგბურთელებისგან განსხვავებით, ქალთა უფლებებზე ღიად და ხშირად საუბრობს",-თქვა 38 წლის ამერიკელმა. 


სერენა უილიამსს უიმბლდონი 7-ჯერ, ხოლო ენდი მარის ორჯერ მოუგია.

 
მას მერე, რაც ენდი მარიმ შერეულ წყვილებში გამოსვლა დააანონსა, მარია შარაპოვამ მასთან ერთად თამაშის სურვილი გამოთქვა. შერეული წყვილების შეჯიბრება 5 ივლისს დაიწყება. რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრებას, აქ პირველ რაუნდში სერენა უილიამსმა იტალიელი ჯულია გატო-მონტიკონე - 2:0 დაამარცხა.