ჯიჯი ბუფონი - ლეგენდა იუვეში დაბრუნდა

ბუფონი 4 ივლისს სამედიცინო შემოწმებას  გაივლის.

დე ჟა ვუ - ჯანლუიჯი ბუფონი 4 ივლისს იუვენტუსში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. პსჟ-ში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, იტალიელი გოლკიპერი იმ კლუბს  დაუბრუნდა, რომელთანაც მისი სახელი ყველაზე მეტად ასოცირდება.

 

Сalciomercato-ს ინფორმაციით, ჯიჯი 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. რაც შეეხება კლუბში მის როლს, ნომრის არჩევის პრიორიტეტი სჩესნის მიენიჭება, პოლონელს ხელფასიც გაეზრდება, თუმცა ვინ იქნება ძირითადი  მეკარე, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.