ჩელსიმ გამოაცხადა: ლამპარდი!

ჩელსიმ გამოაცხადა: ფრენკ ლამპარდი გუნდის ახალი მწვრთნელია. კონტრაქტიო სამწლიანია.

იწერებოდა, რომ ლამპარდის ხელფასი წელიწადში 4,5 მილიონი ევრო იქნებოდა. ეს სიმართლეს შეეფერება. ამასთან, ჩელსი იგივე თანხას გადაუხდის დერბის კომპენსაციის სახით: ლამპარდს ნაადრევად მოუწია დერბისთან კონტრაქტის გაწყვეტა.

 

ფრენკ ლამპარდმა სამწვრთნელო კარიერა 2018 წლის მაისში დაიწყო. პირველივე სეზონში მისი გაწვრთნილი დერბი კინაღამ პრემიერლიგაში გადავიდა: გადამწყვეტი მატჩი წააგო ასტონ ვილასთან.

 

ლამპარდი ჩელსის ლეგენდარული 8 ნომერია. 2001–2014 წლებში არისტოკრატებში 13 ტიტული მოიგო. 211 გოლით კი გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. და ეს მოახერხა ნახევარმცველმა!