სევილია ახალგაზრდა ცენტრალური მცველით გაძლიერდა

სევილიამ პერსპექტიული მცველი შეიძინა

მოგეხსენებათ, რომ სევილიამ ორი დღის წინ ოფიციალურად წარადგინა ჰოლანდიელი ფორვარდი ლუკ დე იონგი. ამჯერად რიგი დაცვის ხაზის გაძლიერებაზე მიდგა და ანდალუსიელებმა ბორდოს 20 წლის ნიჭიერი მცველი ჟულეს კოუნდე შეიძინეს, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

 

ახალგაზრდა მცველმა სევილიასთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კოუნდე ასევე საფრანგეთის 20- წლამდე ნაკრების წევრიცაა.

 

წინა სეზონის ლიგა 1- ის გათამაშებაში ფრანგმა მცველმა 37 მატჩი გამართა, სადაც ერთხელ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.