ბუფონი იუვენტუსში დაბრუნდა

უძღები შვილის დაბრუნება 

ჯანლუიჯი ბუფონმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და იუვენტუსში ოფიციალურად დაბრუნდა. 41 წლის მეკარემ ბიანკონერისთან ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე კვირის წინ, იტალიელმა პსჟ დატოვა და მას არაერთი გუნდი ეპატიჟებოდა, თუმცა არჩევანი საბოლოოდ იტალიურ გრანდზე შეაჩერა.

 

ბუფონმა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ბიანკონერიში გაატარა. იტალიელთა ღირსებას იგი 2001-18 წლებში იცავდა და კლუბთნ ერთად უამრავი ტიტული მოიგო.