ალი მაკოისტი: საძინებელში ცოლმა მკითხა...

ლიდერსპორტის რუბრიკა „ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“

 

,,ღამის 3-4 საათზე ქვედა სართულიდან ხმაური შემომესმა. ხელში რკინის ნაჭერი ავიღე და ფეხაკრეფით ქვევით ჩავედი. ხმა სამზარეულოდან მოდიოდა. ვემზადებოდი ქურდთან ან ვინმე ბოროტმოქმედთან შესახვედრად. 
 

 

თუმცა მოლოდინი ,,გამიცრუვდა".  სამზარეულოს კარი გავაღე და ჩემი მაცივრის წინ გასკოინი იდგა. რომ ვკითხე, თუ რას აკეთებდა ამ დროს ის ჩემს მაცივართან, არც შემტრიალებულა ისე მიპასუხა: ,,ბუტერბროდს". გაკვირვება გამოვხატე, როგორ შეძლო ღამის 3 საათზე სახლში შემოსვლ.  ,,გამეღვიძა და დაძინება ვერ შევძელი, მომშივდა, სახლში კი საკვები არ მქონდა. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ შენმა ცოლმა გითხრა, სათადარიგო გასაღები კარის გვერდით, ჩანთაში დაგიტოვა. გამახსენდა ეს და აქეთ გამოვეშურე ბუტერბროდის გასაკეთებლად".
 

 

საძინებელში დაბრუნებისას ცოლმა მკითხა, ვინ ვნახე ქვევით. ვუპასუხე, რომ სამზარეულოში გასკოინი იყო, რომელიც ბუტერბოდს აკეთებდა".