იკარდის არ თმობენ

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი მზადაა არგენტინელში მსუყე თანხა გადაიხადის და სოლიდური ჯამაგირი დაუნიშნოს

მაურო იკარდიზე ცნობები არ წყდება. იტალიური პრესის ინფორმაციით, მისი გადაბირება იუვენტუსს სურს. ბიანკონერი მზადაა ინტერს არგენტინელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი ჯამაგირი წელიწადში 8 მილიონი დაუნიშნოს.

 

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერი წესით ნერაძურისაც უნდა აწყობდეს. გუნდის მესვეურებს მაუროსთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ, გარდა ამისა მათ ფინანსების მოზიდვა სჭირდებათ, რადგან მანჩესტერიდან რომელუ ლუკაკუ შეიძინონ.

 

იუვესთვის იკარდის შეძენა მარტივი არ იქნება, რადგან მისი გადაბირება არაერთ გუნდს სურს. ტურინელთა გარდა მე-9 ნომრით მანჩესტერი, ბაიერნი და რეალი არიან დაინტერესებულები.

 

იკარდი ინტერში 2013 წლის ზაფხულში, სამპდორიადან გადავიდა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა. იგი დღეს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება. გასულ სეზონში არგენტინელმა 37 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.