ჰიგინსის რუსული თავგადასავალი დასრულდა - ესპანური მწვერვალის დასაპყრობად

ამერიკელი კალათბურთელი ლიგა ენდესაში ითამაშებს 

 

მოსკოვის ცსკა-ს აწ უკვე ყოფილი დამცველი კორი ჰიგინსი ბარსელონას კალათბურთელია. ინფორმაციას კატალონიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელი ესპანელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 


ჰიგინსმა ბოლო 4 წელი სწორედ რუსულ კლუბში დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, ჰიგინსი VTB ლიგის ოთხგზის და ორგზის ევროლიგის გამარჯვებული გახდა. 


არმიელებში მან 239 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 11.4 ქულა, 2.0 მოხსნა, 1.8 პასი, 0.8 ჩაჭრა დააგროვა და 21.4 წუთი ითამაშა. 


რუსულ ტრიუმფამდე 30 კალათბურთელს NBA-ში შარლოტ ჰორნეტსის და თურქულ გაზიანთეფში უთამაშია.