ასეთი იყო ფერგის მანჩესტერი (ვიდეო)

მატჩი, რომელიც ძნელია ვინმეს დაავიწყდეს, განსაკუთრებით მანჩესტერის გულშემატკივრებს (ვიდეო)

სერ ალექს ფერგიუსონმა დიდი კვალი არა მხოლოდ მანჩესტერის, არამედ ფეხბურთის ისტორიაში დატოვა. შოტლანდიელი ბევრ სხვა თვისებასთან ერთად, იმითიც იყო გამორჩეული, რომ მანჩესტერში მუშაობისას არაერთი ქამბექი შემოგვთავაზა. ზოგიც ისეთია გულშემატკივრებს წლები  რომ ემახსოვრებათ.

 

ამ ვიდეოში ფერგის დროინდელი მანჩესტერის ერთერთ ქამბექს შემოგთავაზებთ. 2009 წლის 25 აპრილს პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩი იყო, როცა მანჩესტერი ტოტენჰემს მასპინძლობდა. პირველი ტაიმი დეზებმა ლუკა მოდრიჩისა და დარენ ბენტის გოლებით 2:0 მოიგეს. აი მეორე ნახევარში წითელმა ეშმაკებმა ქვა ქვაზე არ დატივეს და მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი შეუგდეს. კრიშტიანუ რონალდუმ და უეინ რუნიმ დუბლები შეასრულეს, 1 გოლი კი დიმიტარ ბერბატოვის ანგარიშზეა.