ბასილაშვილმა ვეღარ გაინავარდა 

ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონს მეორე წრეში გამოეთიშა 

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა ლონდონში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირი მეორე წრეში ბრიტანელ დანიელ ევანსთან სამ სეტში, თითქმის უშანსო მარცხით დაასრულა. 


პირველი და მეორე სეტი ევანსის უპირატესობით წარიმართა და მასპინძელი ჩოგბურთელის მარტივი გამარჯვებით, შესაბამისად - 6:3, 6:2 დასრულდა. მესამე სეტში, მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერმა გაიბრძოლა და 2:5-დან იმდენი შეძლო, რომ საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, 7 ქულამდე პირველი ევანსი ავიდა.  


ევანსის მეტოქე შემდეგ წრეში ხორვატ მარინ ჩილიჩსა და პორტუგალიელ ჟოაო სოუზას წყვილში გამარჯვებული იქნება.