ფულზე გაყიდული სახელი - ტოპ 5 ფეხბურთელი

ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბი ფულის გამო გაცვალეს

ფეხბურთი თითქოს ისეთი სპორტია, რომელსაც ადამიანის პიროვნების ხელის გულზე დადება შეუძლია. აქ გვახსოვს როგორც ღირსეული, ასევე უღირსი ადამიანები. ისეთი ფეხბურთელებიც მრავლად არიან, გულშემატკივრები დღემდე რომ კამათობენ, მის პიროვნებაში ვერ გარკვეულან, ერთ მხარეს მისი რიგი  ქმედებები სწორად ეჩვენება, მეორე მხარეს კი - მცდარად.

 

დღევანდელ სტატიაში საუბარი გვექნება ხუთ ფეხბურთელზე, რომელთა გუნდის დატოვების მთავარ მოტივად ხელფასის გრაფაში ჩაწერილ ციფრებზე მიუთითებენ.

 

ნეიმარი

 

neymar-ის სურათის შედეგი

 

 

ფინანსური თვალსაზრისით, ნეიმარის ტრანსფერი პსჟ-ში მსოფლიოში დღესაც რეკორდულად ითვლება. პარიზულმა კლუბმა ბარსელონას ბრძოლის საშუალება აღარ დაუტოვა და მის გამოსასყიდად კონტრაქტში მითითებული ასტრონომიული თანხა 222 მილიონი ევრო გადაიხადა.

 

ნეიმარიც კლუბის შეცვლას დათანხმდა.

 

მას ხელფასი პსჟ-ში წუთში 81,  საათში 4,860, დღეში 116,000 ხოლო წელიწადში 42 მილიონი ევრო აქვს. 

 

ფინანსურთან ერთად, მისი წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მესის ჩრდილიდან გამოსვლა სახელდება. ვინც ნეიმარის წასვლას ამ მიზეზსს უკავშირებს, ფიქრობს,  რომ ბრაზილიელი მესისთან ერთად მისი სრული პოტენციალის გამოვლენას ვერ ახერხებდა.

 

ყველაფერთან ერთად, ფეხბურთელი ბარსელონას 30 მილიონს სასამართლოში ედავებოდა.  მისი თქმით, კლუბი ამ თანხას ბონუსის სახით დაპირდა, თუმცა  სიტყვა არ  შეასრულა.

 

დღეს ფაქტი ერთია, ევროპული პრესის ინფორმაციით, ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

 

ფიგუ

 

figo-ის სურათის შედეგი

 

ლუიშ ფიგუს რეალში გადასვლა ბარსელონას გულშემატკივრებმა იმდენად ემოციურად  მიიღეს, რომ კუთხურის ჩასაწოდებლად ალამთან მისულ  ფეხბურთელს ღორის თავიც ესროლეს. გასაკვირი არ არის საქმე აქამდე რომ მივიდა, რადგან ფიგუ კატალონიელების ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო, ვისთან ერთადაც ლა ლიგა ორჯერ მოიგეს. ის კი ადგა და საძულველ რეალში წავიდა.

 

პორტუგალიელი ფეხბურთელი შემდეგ  იტყვის, რომ ბლანკოსში გადასვლას არ ნანობს და ეს ფულისა და ტიტულების გამო გააკეთა.

 

ბალაკი

 

balack chelsea-ის სურათის შედეგი

 

იუდაზე  მეტი ვერცხლი აქვს“ - ბალაკზე საუბრისას, ბაიერნის გულშემატკივრების მხრიდან ამ ფრაზას ხშირად მოისმენთ. გერმანელი ფეხბურთელი 2006 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით რეკორდმაისტერიდან ჩელსიში გადაბარგდა.  ამ დროს მიუნხენელთა შემადგენლობაში მხოლოდ ორი ვარსკვლავი თამაშობდა, კარიერის ბოლოს მიტანებული ოლივერ კანი და მიხაელ ბალაკი

 

ბაიერნის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ ახალ გუნდს სწორედ  მის გარშემო ააწყობდნენ. თუმცა გერმანელი სხვა აზრზე იყო.

 

თავად ფეხბურთელი ამბობდა რომ ახალი კულტურის გასაცნობად წავიდა, თუმცა ბაიერნის პრეზიდენტი, ული ჰიონესი თავისას არ იშლის  და დარწმუნებულია, რომ ბალაკმა ეს მხოლოდ ფულის გამო გააკეთა.

 

ბექჰემი

 

david beckham real-ის სურათის შედეგი

 

დევიდ ბექჰემის საფეხბურთო წარმატება ალექს ფერგიუსონის სახელს უკავშირდება.  არავინ იცის რომ არა  შოტლანდიელი სპეციალისტი, ინგლისელის კარიერა როგორ განვითარდებოდა.  როდესაც ბექჰემმა  თბილისში ვიქტორია ადამსი დაინახა, ყველფერი სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ფერგიუსონი ასე ფიქრობს.

 

„ეს ჩემთვის დიდი პრობლემა  იყო - ფეხბურთის კაცი ვარ - ის სიყვარულმა გაიტაცა და ყველაფერი შეიცვალა“

 

ბექჰემის რეალში გადასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო, რაც შოტლანდიელს ძალიან აბრაზებდა. ამ ყველაფერის კულმინაცია 2003 წელს თასის ფინალში არსენალთან წაგებული მატჩის შემდეგ მოხდა, როდესაც  მწვრთნელმა მის აღზრდილ ფეხბურთელს ბუცი ესროლა და წარბი გაუხეთქა.

 

ბექჰემს გადაწყვეტილება არ შეუცვლია, 37.5  მილიონის სანაცვლოდ მადრიდში გადაბარგდა და გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი, წელიწადში 17 მილიონი ევრო, დაენიშნა.  შედარებისთვის, ლუის ნაზარიო დე  ლიმა რონალდოს 13.3 ჰქონდა, ზინედიზნ ზიდანს კი 8.8.

 

ბუფონი

 

buffon-ის სურათის შედეგი

 

ბუფონის შემთხვევაში ყველაფერი მარტივად არ არის. ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ იუვენტუსი მაშინ არ მიატოვა, როდესაც კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ სერია B-ში დააქვეითეს, 40 წლამდე ამ გუნდის ღირსებას  იცავდა, თუმცა ერთ დღესაც  პსჟ-ში გადასვლა გადაწყვიტა.

 

კლუბის შეცვლის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა, შესაძლებელია ეს მოტივები ერთმანეთთან თანხვედრაშიც იყოს. ჯიჯიმ იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა და გადაწყვიტა, რომ ეს წარმატება პარიზში ნეიმართან და მბაპესთან ერთად უფრო გამოუვიდოდა.

 

თანაც, პარიზულ კლუბში ხელფასი წელიწადში 8 (ბონუსებით  9.4 )  მილიონამდე გაეზარდა, რაც  თითქმის ორჯერ მეტია  ტურინელების შეთავაზებაზე.

 

საბოლოოდ, ბუფონი პსჟ-ში მხოლოდ ერთი სეზონი დარჩა და  იუვენტუსში დაბრუნდა. დაბრუნდა მაშინ, როცა იქ კრიშტიანუ რონალდუ გადავიდა და ამ ზაფხულს დიდი ალბათობით მატიის დე ლიხტიც დაემატება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.