გოლდენ სტეიტს პრობლემა არ ელევა

ოქროს შტატელებს ლიდერი დიდხანს ვერ დაეხმარებათ


გოლდენ სტეიტს პრობლემები არ ელევა. კევინ დურანტმა ისეთი სიმძიმის ტრავმა მიიღო, ერთი წელი ვერ ითამაშებს, ახლა კი ის ამბავიც თითქმის გაოფიციალურდა, რომ დურნატულა ბრუკლინ ნეთსთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 


როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში ვიცე-ჩემპიონს გუნდის კიდევ ერთი ლიდერი კლეი ტომპსონიც ვერ დაეხმარება. ტომპსონმა მუხლის ტრავმა სუპერფინალურ სერიაში ტორონტოს წინააღმდეგ მიიღო.

 

თავდაპირველად იწერებოდა, რომ 29 წლის კალათბურთელის დაზიანება არცისე მძიმე იყო და იგი პარკეტს მალე დაუბრუნდება, თუმცა ტყუილად. როგორც ESPN-ის მიმომხილველი ადრიან ვოიანოვსკი წერს, კლეი 5-დან 7 თვემდე ვერ ითამაშებს. შესაძლოა მან მთლიანად რეგულარული გათამაშებაც კი გამოტოვოს.

 
შეგახსენებთ, ტომპსონი მეომრების ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს დათანხმდა და ოქროს შტატელთა რიგებში სულ მცირე 5 წელიწადს გაატარებს, რა დროშიც 190 მილიონ ევროს მიიღებს.