ოსპინა ნაპოლიში რჩება

ოსპინა ნაპოლის სრულფასოვანი ფეხბურთელია

დავიდ ოსპინა ოფიციალურად ნაპოლის ფეხბურთელია. კოლუმბიელმა მეკარემ გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლონოდნის არსენალში გატარებული 5 წლიანი პერიოდის მანძილზე, მეკარემ 70 შეხვედრა გამართა.

 

მეთოფეთა რიგებში, ოსპინას ორი ასოციაციის თასის ფინალი აქვს ნათამაშები და ორივეჯერ ოქროს მედალი მოიპვა. 2017 წელს ჩელსი დაამარცხეს ფინალში, ხოლო 2015- ში ასტონ ვილა.

 

წინა სეზონი 30 წლის კოლუმბილემა კარის დარაჯმა, იჯარის წესით იტალიურ ნაპოლიში გაატარა, სადაც გუნდის პირველი მეკარე გახდა. ნაპოლის ხელმძღვანელობამ დიდი სურვილი გამოთქვა მეკარის შენარჩუნების და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტიც გააფორმეს.

 

დავიდ ოსპინას, კოლუმბიის ნაკრების მეკარეების ისტორიაში, ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული (98) , ის ასევე კოლუმბიის კარს ორ მსოფლიო ჩემპიონატზე იცავდა, 2014 წელს და 2018 წელს.