"დამირეკეს და დაბრუნება გვთხოვეს" - ქართველები სლავაში რჩებიან

მოსკოვურმა კლუბმა ქართველ მორაგბეებს კონტრაქტი არ გაუწყვიტა 

რამდენიმე დღის წინ, რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მორგაბეები საბა ილურიძე და რეზი ბროძელი მოსკოვის სარაგბო კლუბმა სლავამ გუნდიდან გაუშვა და ამის შესახებ თავად სპორტსმენებმაც ისაუბრეს. თუმცა, ახლახანს, sports.ru-სთან საუბრისას, რეზი ბროძელმა თქვა, რომ ხელმძღვანელობა მათ დაუკავშირდა და გუნდში დაბრუნება სთხოვა. 


თავდაპირველად, მოსკოვური კლუბიდან ქართველების წასვლის მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში ორმა მორაგბემ ლელო თვალზე ხელის აფარებით აღნიშნა, რითაც თბილისში, 20 ივნისის საპროტესტო აქციისას დაშავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, პროტესტი კი რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ჩამოსვლას შეეხებოდა. 


"გუშინ საღამოს მათ დამირეკეს და მითხრეს: ეს საქართველოში მომხდართან კავშირში არ არის, ხვალ ვარჯიშზე გელოდებით. არაფერი მიკითხავს, რადგან მორაგბე ვარ და ჩემი მოვალეობა მხოლოდ ვარჯიში და თამაშია, ეს კი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. საბას შესახებაც მე შემატყობინეს, ვინაიდან ის რუსულად ვერ საუბრობს. ჩვენ ვრჩებით.


რაც შეეხება აღნიშვნას, თავიდანვე ვიცოდი, რომ რუსეთში ამას განსხვავებულად აღიქვამდნენ, ახალ მთლიანად სპორტზე ვარ ორიენტირებული",-თქვა რეზი ბროძელმა


აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი მოსკოველთა პრეზიდენტმა ალექსეი ნილოვსკიმაც გააკეთა: "ილურიძესთან და ბროძელთან კონტრაქტი არ გაგვიწყვეტია, ისინი კვლავ ჩვენი მორაგბეები არიან". 


ილურიძისა და ბროძელის გარდა, სლავაში კიდევ ხუთი ქართველი, რობერტ სუთიძე, ტარიელ დონაძე, მიხეილ ორაგველიძე, ამირან ჩიტეიშვილი და სანდრო ილურიძე თამაშობენ, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი გია ამირხანაშვილია.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.