ვასკესი არსენალში თამაშზე თანახმაა

არსენალი ვასკესის შეძენას გეგმავს

AS- ს ცნობით, ლონდონის არსენალი, ლუკას ვასკესის სანაცვლოდ რეალს 35 მილიონ ევროს უხდის. გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგ კვირას ტრანსფერი გადამწყვეტ ფაზაში შევდა და თავად ესპანელი ფეხბურთელი თანახმაა ინგლისსში კარიერის გაგრძელებაზე.

 

28 წლის ნახევარმცველი, ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ, გუნდის გეგმებში ნაკლებად შედის, იმის ფონზე, რომ რეალმა: ედენ აზარი, როდრიგო და ლუკა იოვიჩიც დაიმატა, ვასკესის სათამაშო დრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

 

 

ესპანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი ოცნება, პრემიერლიგაში თამაშია და მისთვის არსენალში გადაბარგება იდელურ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს. ვასკესს სურს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდეს, რაშიც სტაბილური სათამაშო დრო და უნაი ემერის ნდობა დაეხმარება.

 

 

ლუკას ვასკესს სამეფო კლუბის მაისურით, ჯამში 183 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზეა, 21 გოლი და 44 საგოლე გადაცემა. ლუკას ნაკრებში 9 მატჩი აქვს გამართული.