მარსელომ პერესს გუნდიდან გაშვება სთხოვა

31 წლის მცველს ახალი გამოწვევები სჭირდება

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მარსელომ ფლორენტინო პერესს გუნდიდან გაშვება სთხოვა.  საქმე იმაშია, რომ რეალის ხელმძღვანელობამ ლიონიდან 47 მილიონ ევროდ, ასევე მარცხენა მცველი, ფერლანდ მენდი შეიძინა.

 

მარსელო უკვე 31 წლისაა, ბოლო სეზონში ძირითად შემადგენლობაში იმავე სიხშირით ვეღარ  ხვდებოდა, როგორც ეს  ადრე და  მანაც  წასვლა გადაწყვიტა. ესპანური ტაბლოიდების ინფორმაციით, ბრაზილიელს რიგი დაუდგა, მას ისეთი გრანდები ეპატიჟებიან, როგორებიც  არიან: არსენალი, იუვენტუსი, პსჟ და მილანი. თავად ფეხბურთელს კი გული მეთოფეებისკენ მიუწევს.

 

მარსელომ მადრიდში 13 სეზონი გაატარა, კლუბთან ერთად 4-4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა, 4-ჯერ ესპანეთის თასი, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო..




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.